დღეს, 12 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო "სიმპათიაში" "ახალგაზრდული ფორუმის" ახალი იდეის - ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის - პრეზენტაცია გაიმართება.
ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბი იქნება ახალგაზრდა ლიდერთა შეკრების ადგილი, სადაც მათ ექნებათ ერთმანეთთან ურთიერთობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, ერთობლივი პროექტების შექმნისა და განხორციელების შესაძლებლობა.
ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბი, რომლის წევრებიც იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსისა და ჯგუფის, აგრეთვე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, იმუშავებს პოლიტიკოსთა ახალგაზრდა თაობის პროფესიულ განვითარებაზე, ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენაზე. კლუბის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო-შემეცნებითი ტრენინგები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი პოლიტიკური კულტურის ამაღლებას.
ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის საინიციატივო ჯგუფის წევრები იქნებიან ქართული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები: "ახალგაზრდული ფორუმი", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", "ხალხის პარტია", "ლეიბორისტული პარტია", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ჩვენ თვითონ", "ქართული დასი", "საქართველოს დემოკრატიული პარტია", "სოციალ-დემოკრატიული პარტია", "ქალთა პარტია", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ქართული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "ახალი მემარჯვენეები", "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "სახალხო წარმომადგენლობითი კრება", მოძრაობა "არა", "მრავალეროვანი საქართველო - ახალგაზრდული კავშირი", ახალგაზრდული მოძრაობა "ალტერნატივა", "ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო ორგანიზაცია", "ადამიანი, კანონი, თავისუფლება".
12 თებერვალსვე სამუშაო რეჟიმში "ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის" საინიციატივო ჯგუფის წევრებს აირჩევენ.
პრეზენტაციას დაესწება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) წარმომადგენელი.