აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „შეასრულა თავისი სიტყვა“ გამოცხადებულ „ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით“.
ამის ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს იყო [შესვენება] კვირიდან კვირამდე, ყველაფერი გაიხსნა და მან გუშინ ღამით ძლიერი დარტყმა განახორციელა“, - თქვა მან.
ტრამპის თქმით, პუტინი არ არღვევდა თავის ვალდებულებას უკრაინის დედაქალაქზე ახალი თავდასხმების განხორციელებით.
„მან პირობა შეასრულა. ეს ბევრს ნიშნავს. იცით, ერთი კვირა არის – ჩვენ ყველაფერს მივიღებთ, რადგან იქ ძალიან, ძალიან ცივა, მაგრამ ეს კვირა იყო და კვირიდან კვირამდე გაგრძელდა“, – განაცხადა ტრამპმა.
როდესაც პაუზის გახანგრძლივების შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ომის დასრულება სურს.
„მე მინდა, რომ მან [პუტინმა] ეს გააკეთოს. მე მინდა, რომ მან ომი დაასრულოს“ - თქვა მან.
ცნობისათვის, 3 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული შეტევა დაიწყო, სხვადასხვა ტიპის საჰაერო და სახმელეთო რაკეტებისა და თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაშვებული 521 სამიზნედან 450 გაანეიტრალა.
დაფიქსირდა 27 რაკეტისა და 31 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 27 ლოკაციაზე.