"ქრისტიან-დემოკრატები" სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური დაავადებების პირველი და მეორე სტადიის მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს განაცხადა.
"კვლევების თანახმად, ონკოლოგიური დაავადებები ყველაზე ხშირი 40 წლის ასაკის ადამიანებს აქვთ, სახელმწიფო კი ონკოლოგიურ დაავდებებს მხოლოდ საპენსიო ასაკში აფინასებს და ისიც ნაწილობრივ. "ქრისტიან-დემოკრატები გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ონკოლოგიური დაავადებების პირველი და მეორე სტადიის მკურნლობის დაფინანსება ასაკის მიუხედავად, რაც მისი საწყის სტადიაზე თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
დეპუტატმა ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და რეფერალური პროგრამების ძველი სისტემით აღდგენა მოითხოვა.
ანკიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სფეროში ჩავარდნილ პროექტებზე, მათ შორის, 100 საავადმყოფოსა და იაფი დაზღვევის პროგრამაზე.
"დღეისთვის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდება და ამ ხალხს სიკვდილისთვის ვიმეტებთ", - აღნიშნა ანიკაშვილმა.