ევროპული უსაფრთხოების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ინიცირებული პროექტი უკვე გამოქვეყნდა.
პროექტი რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 29 ნოემბერს დაიდო (http://www.kremlin.ru/news/6152 ). პროექტის მიხედვით, შეთანხმების მონაწილეებს უფლება აქვთ სხვა მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმად განიხილოს და ერთმანეთს სამხედრო დახმარება გაუწიონ.
ინიციატივის თანახმად, ეს პუნქტი ეთანხმება გაეროს წესდების 51-ე პუნქტს, რომელიც თავდაცვის უფლებას ითვალისწინებს.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ღიაა ევროატლანტიკური და ევრაზიული სივრცის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატოსთვისაც.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ნატოს, ევროკავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, დსთ-ს და ეუთოს ხელმძღვანელებს უკვე გადაეგზავნათ.
რუსეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტს პარტნიორების მხრიდან პოზიტიური გამოძახილი და შესაბამისად კონკრეტულ ელემენტებთან დაკავშირებით საგნობრივი საუბრის დაწყებაზე მოჰყვება.