პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2013 წლისთვის საქართველოში იფუნქცნიონირებს 100-ზე მეტი ახალი თანამედროვე კლინიკა. სააკაშვილის თქმით, ეკონომიკურმა კრიზისმა და შემდეგ ომმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ე. წ. 100 საავადმყოფოს პროგრამაზე.
"ეკონომიკურმა კრიზისმა და შემდეგ ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა პროგრამაზე, რომელსაც ყველა იცნობდა, როგორც 100 საავადმყოფოს პროგრამა. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს ხელმისაწვდომობა თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებებთან და დისტანცია ერთი მხრივ აძვირებს მათი ჯანდაცვის ხარჯებს და მეორე მხრივ შეუძლებელს ხდის სისტემატურ მკურნალობას. ჩვენ არ დაგვვიწყებია ეს პროგრამა, გამოვნახეთ საშუალებები და შედეგად 2013 წლისთვის საქართველოში იფუნქცნიონირებს 100-ზე მეტი ახალი თანამედროვე კლინიკა და ჰოსპიტალი. მთელი ჰისპიტალური სექტორი იქნება პრივატიზებული, რაც გამორიცხავს კორუფციას ჯანდაცვის სისტემაში და უზრუნველყოფს მაღალი დონის მოსმახურებას. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის ჯანდაცვა იყოს უმაღლეს დონეზე დაცული, ისეთი დაავადებების მკურნალობას, რაც კერძო კლინიკებისთვის მიმზიდველი არ არის, საკუთრებაში დაიტოვებს სახელმწიფო. ეს მიმართულებაა ფსიქიატრია, ტუბერკულოზი, ინფექციური დაავადებები, შიდსი, ასევე შენარჩუნდება ყველა არსებული ჯანდაცვის პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის. ვცდილობთ, 2013 წელს ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ეს პროგრამა. 2015 წელს დაზღვევას კიდევ ერთი მილიონი ადამიანი დაემატება და ჯანდაცვაში 2.5 მილიონი დაზღვეული მოქალაქე გვეყოლება", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას.
სააკაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, სადაც ქართველ ხალხს თანადგომა სჭირდება, ჯანდაცვაა.
"ხშირად მთავრობა დაკავებულია დიდი პროექტებით, მაკროეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტით და ავიწყდებათ მიკრო - თითოეული ადამიანის მასშტაბის ეკონომიკა. ის პატარა პრობლემები. რა თქმა უნდა, ქვეყანაზე ზრუნვა თავისთავად ნიშნავს ხალხზე ზრუნვასაც, მაგრამ ამ მოსაზრებაშიც არის გარკვეული ლოგიკა. ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. შეიძლება ცალკე სოციალური პროგრამა არ არსებობდეს ამის გადასაჭრელად, ამას ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ ეყოფა, მით უმეტეს საქართველოსი. მაგრამ უბრალო, ჩვეულებრივი მოალაქეები უნდა გრძნდბდნენ, რომ მათი პრობლემების შესახებ კარგად იციან მთავრობაში, რომ მათ ტკივილს გრძნობს ყველა სახელმწიფო მოხელე და რომ კაბინეტში არა საკუთარი წარმატებისთვის, არამედ ხალხის კეილდღეობისთვის არის დასმული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ხალხს თანადგომა სჭირდება, არის ჯანდაცვა", - აღნიშნა სააკაშვილმა.