გრენლანდიის გარშემო არსებული პრობლემა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკრაინაზე არ ვფიქრობთ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა.
„მე მჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ უკრაინის საკითხი უდიდესი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ პოლონეთისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. და მე ვფიქრობ, რომ გრენლანდიის ირგვლივ არსებული პრობლემა არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინაზე არ ვფიქრობთ“, - თქვა მან.
პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვარშავა მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ნატო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები.
„ეს პრობლემა დღეს ევროპის მთავარ პრობლემად უნდა განვიხილოთ. და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წინ მივდივართ, შესაძლოა ნელა, მაგრამ [მივდივართ] უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“, - დასძინა ნავროცკიმ.