BBC-ის წარმომადგენელმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საჩივარი მიიღეს.
"ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მას დადგენილი პროცედურის შესაბამისად ვუპასუხებთ“, - განუცხადა BBC-ის სპიკერმა რადიო თავისუფლებას
ამასთან, როგორც „რადო თავისუფლება“ აღნიშნავს, BBC კვლავ იცავს ჟურნალისტების ნამუშევარს. „ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში“, - განაცხადა BBC-ის სპიკერმა
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს საჩივრით მიმართა 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო.
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი.
დღეს, არლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების შესაბამისი პლატფორმებიდან აღება მოითხოვა.