უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონების საწინააღმდეგო გუმბათი შეიქმნება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. იუწყება უკრაინული მედია.
„ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნა. სისტემა, რომელიც პოსფაქტუმ არ რეაგირებს, არამედ საფრთხეს მისი მოახლოებისას ანადგურებს“, - წერს თავდაცვის მინისტრი.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს იმდენი გამოცდილება საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენიც უკრაინას.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველდღე და ყოველ ღამე ასობით მტრის დრონი ესხმის თავს.
„მსოფლიო ამ ტიპის ომისთვის მზად არ იყო. თუმცა, ჩვენ იძულებულნი ვართ, სწრაფად, სისტემატურად და ტექნოლოგიურად ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის მითითებით, ჩვენ ვცვლით ჩვენს მიდგომას ცის დაცვის მიმართ.
ასეთი სისტემის ტრანსფორმაცია რამდენიმე დღეში არ ხდება, მაგრამ ეს საკითხი საბოლოოდ გადასაჭრელად დღესვე უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა ფედოროვმა.