გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გრენლანდიაში ბუნდესვერის მისია გარკვეულწილად შემცირდა ამინდის პირობების გამო, რამაც კუნძულზე დანიის სამხედრო ბაზაზე ვიზიტი შეუძლებელი გახადა. ამის შესახებ Welt იუწყება.
ბუნდესვერის სამხედრო ვიზიტი თავდაპირველად 15-17 იანვარისთვის იყო დაგეგმილი და კვირას, 18 იანვარს, სადაზვერვო მისიით გაგრძელდა.
თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანგილინგვიტში მდებარე დანიის ბაზაზე სადაზვერვო მისია ამინდის პირობების გამო გაუქმდა.
ამიტომ, ევროპაში დაბრუნება კვირას შუადღისას მოხდა.
„ჩვენი გუნდი, რომელიც გრენლანდიაში მრავალეროვნულ სადაზვერვო მისიაში მონაწილეობდა, დღეს გეგმის მიხედვით ასრულებს თავის მისიას“, - განაცხადეს უწყებაში.
მათივე თქმით, ჯარისკაცებმა ადგილზე მიიღეს „მნიშვნელოვანი ინფორმაცია“.
„ამის საფუძველზე, ჩრდილო ატლანტიკასა და არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლო ზომები ახლა შეთანხმებული იქნება ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან“, - აღნიშნეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების 15-მა სამხედრომ გრენლანდია დატოვა.