არაერთგზის განმიცხადებია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის - რაში გჭირდებათ თქვენ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თუკი თქვენ დაკარგავთ მეგობრობას საქართველოსთან. განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინტერვიუს ქართველი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უძღვებოდა.
"მე არაერთგზის განმიცხადებია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის - რაში გჭირდებათ თქვენ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თუკი თქვენ დაკარგავთ მეგობრობას საქართველოსთან. საქართველოს კარგად ესმის, რომ რუსეთი უდიდესი ქვეყანაა, მაგრამ იმავე დროს რუსეთი მხარს უჭერს სეპარატიზმს, მაშინ როდესაც იგი თავის ქვეყანაში ებრძვის მას", _ ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში დიდ მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობებს.
"მადლობლები ვართ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მისი მხარდაჭერისათვის და იმისათვის, რომ რუსეთის ეკლესიამ აღიარა კანონიკური უფლება საქართველოს ეკლესიისა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ვფიქრობ, რომ უწმინდესი პატრიარქი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დაგვეხმარებიან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემების დარეგულირებაში', _ ბრძანებს პატრიარქი და აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, როგორც ამ ეპარქიის ხელმძღვანელი აფხაზეთის მონახულებას გეგმავს.
"სწორედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე და ამას რუსეთს მართლმადიდებლური ეკლესიაც აღიარებს. 11 წელიწადი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და ამიტომაც მე კარგად მესმის და ჩემთვის ძალიან ახლოა ეს ეპარქია და მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და მე უახლოეს მომავალში უნდა მოვინახულო აფხაზეთი, როგორც ამ ეპარქიის ხელმძღვანელმა", _ ბრძანებს პატრიარქი.
მასალის გამოყენების პირობები