საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისთვის 10 მონაწილე შეარჩია
ეროვნული კონკურსის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობა დღეს, 11 თებერვალს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქტო დარბაზში კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეები არიან: სალომე კორკოტაშვილი, ნინი შერმადინი, თაკო გაჩეჩილაძე, ბორის ბედია, ქეთი ორჯონიკიძე, თემო საჯაია, ჯგუფი "Eldrine", ჯგუფი "ტკბილი აბები", დიტო ლაგვილავა და ჯგუფი "November" და The Georgians.
შიდაშესარჩევი კონკურსი 19 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ პავილიონში გაიმართება. კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია პირველი არხის ეთერში განხორციელდება.