10 თებერვალს, რუსეთის როშით მცურავ მშრალტვირთმზიდ გემ "NARUKSOVO"-ს კაპიტანმა, PETR USHAKOV -მა ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით აანაზღაურა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის განყოფილებისა, სასაზღვრო პოლიციის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) და შავი ზღვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, მავნე ნივთიერებით ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ფოთის პორტის გარე რეიდზე, რუსეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "NARUKSOVO" 8 თებერვალს დააკავეს.