World Press Photo - მ 2010 წლის საუკეთესო ფოტო დაასახელა. გასული წლის საუკეთესო ფოტოდ დასახელდა სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ავღანელი ქალის - ბიბი აიშას პორტრეტი, რომელსაც ქმარმა ცხვირი მოაჭრა. აღნიშნულ ძალადობაში აიშას ძმაც მონაწილეობდა.
ბიბი აიშა 18 წლისაა. ძალადობის გამო მან ქმარი მიატოვა. თალიბებმა ეს მართლმსაჯულების დარღვევად მიიჩნიეს და მის ყოფილ ქმარს მისთვის ყურებისა და ცხვირის მოჭრა უბრძანეს.
"ეს ფოტო გზავნილი უნდა იყოს მსოფლიოსთვის, რომ ქალებზე ძალადობა შეწყდეს. დაახლოებით 50 პროცენტი მსოფლიო მოსახლეობისა ქალია. ქალების უმეტესობაზე ძალადობა ხორციელდება. ეს გოგონა ძალადობის შემდეგაც ძლიერად და ღირსეულად გამოიყურება. სწორედ ბიბი აიშა უნდა გახდეს მსოფლიოსთვის მაგალითი, რომ ძალადობა შეწყდეს", - განაცხადა "როიტერთან" საუბრისას ადვოკატმა რუტ ეიშორნმა.
ბიბი აიშა ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და პლასტიკური ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.
World Press Photo კონკურსი წელს ორმოცდამეთოთხმეტედ ჩატარდა. საერთაშორისო ჟიურიმ ბიებერის ფოტი წლის საუკეთესო პორტრეტადაც დაასახელა.