ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის პროექტის პრეზენტაციას გამართა.
როგორც ურუშაძემ განაცხადა, პროექტის მიზანია სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ქვეყანას უკვე აქვს ახალი სტრატეგია და გეგმა ჯანდაცვის სფეროში გასატარებელი რეფორმის შესახებ.
უწყების მთავარი პრიორიტეტი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და მომსახურების გაიაფება იქნება.
ინიციატივის მიხედვით, ინერგება ახალი თანამედროვე საინფორმაციო სისტემები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სექტორის ყველა რგოლს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა.
ანდრია ურუშაძე აცხადებს, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჯანდაცვის სექტორში ინვესტირება გაიზრდება.