ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი რეზა ფეჰლევი, რომელიც თავს ირანის ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევს, მიმართვას ავრცელებს და არმიას მოუწოდებს, შეუერთდნენ მომიტინგებს.
65 წლის რეზა ფეჰლევი თავს თეირანის რეჟიმის შესაძლო ალტერნატივად წარმოაჩენს და ხშირად გამოდის მოწოდებით დემონსტრანტებისა და სამხედროების მიმართ.
სოციალურ მედიაში „ჩემი თანამემამულეებისადმი“ მიძღვნილ ბოლო პოსტში ფეჰლევი ამბობს:
„ ... მაქვს ასევე განსაკუთრებული გზავნილი არმიის წევრებისთვის. თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია და ირანის ისლამური რესპუბლიკის არმია. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. თქვენ დიდი დრო არ გაქვთ. რაც შეიძლება მალე შეუერთდით მათ“.
ირანში, უკვე ორ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ირანის მმართველი რეჟიმი დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება. Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, რეჟიმის მიერ დაახლოებით 2000-მდე ადამიანია მოკლული. სხვა წყაროების ინფორმაციით, ირანში დაღუპულ დემონსტრანტთა რაოდენობა შესაძლოა 12 000-დან 20 000-მდე აღწევდეს.