ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციებისას სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია Human Rights Activists News Agency (HRANA).
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთაგან 7 არასრულწლოვანი იყო. მათივე თქმით, მსხვერპლთა უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ძირითადად ახლო მანძილიდან.
მოკლულთაგან 37 ადამიანი სამხედრო ან უსაფრთხოების ძალების წევრი იყო, ხოლო ერთი პროკურორი.
HRANA-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულია 2 638 ადამიანი.
საერთაშორისო მედია HRANA-ს განახლებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რადგან ირანში საინფორმაციო ნაკადები რეჟიმის მიერ მკაცრად არის შეზღუდული.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.