აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების მასშტაბური გათავისუფლება დაიწყო. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მასშტური პროცესი დაიწყო. გმადლობ! იმედი მაქვს, ამ პატიმრებს ემახსოვრებათ, როგორ გაუმართლათ, რომ შეერთებული შტატები ჩაერია და რაც საჭირო იყო, გააკეთა,“ - წერს ტრამპი.
ამასთან, ტრამპმაიმედი გამოთქვა, რომ გათავისუფლებულები „ამას არასდროს დაივიწყებენ“.
„თუ დაივიწყებენ, ეს მათთვის კარგი არ იქნება,“ - წერს ტრამპი.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუელაში 18 პატიმარი გაათავისუფლეს.