საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
უწყვეტი პროტესტის 409-ე დღეს დემონსტრანტები კვლავ უცვლელი მოთხოვნებით გამოვიდნენ - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ.
მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ გამოტანილი.