ირანის უკანასკელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი რეზა ფეჰლევი, რომელიც თავს ირანის ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევს, მიმართვას ავრცელებს და ირანელებს სიმტკიცისა და საპროტესტო მოძრაობის გაფართოებისკენ მოუწოდებს.
ემიგრაციაში მყოფი ფეჰლევი მიმართვაში ასევე ამბობს, რომ ემზადება სამშოლოში დასაბრუნელად.
მან მოუწოდე მომიტინეებს, კიდევ ორი დღის განმავლობაში გააგრძელონ ქუჩის დემონსტრაციები და დაიკავონ ქალაქის ცენტრალური უბნები. ამავდროულად, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში დასაქმებულებს ეროვუნლი მასშტაბის გაფიცვებისკენ მოუწოდა.
ფეჰლევიმ შეაქო მომიტინგეების „გამბედაობა და „სიმტკიცე“, რამაც „მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა“ და განაცხადა, რომ დემონსტრანტების მასობრივმა აქტივობამ მტკიცე პასუხი გასცა ისლამური რესპუბლიკის მეთაურების მიერ გაჟღერებულ მუქარას.
მისი თქმით, დემონსტრაციების მასშტაბებმა შეარყია ირანის მმართველი ისტაბლიშმენტი და ნათელი მოჰფინა ადმინისტრაციის უსაფრთხოების აპარატის სიმყიფეს.
ფეჰლევის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის შემდეგ ფაზა ორიენტირებული უნდა იყოს ქუჩის პროტესტის შენარჩუნებაზე და ასევე, ეკონომიკურ ზეწოლაზე, რადგან „ისლამური რესპუბლიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ხაზების შეწყვეტა შეამცირებს მის შესაძლებლობას, გააგრძელოს რეპრესიები“.
რეზა ფეჰლევმა მოუწოდა მომიტინგეებს 10 და 11 იანვარს, საღამოს 6 საათიდან კვლავ გავიდნენ ქუჩაში, ხელში აიღონ ეროვნული დროშები, სიმოლოები და დაიბრუნონ საზოგადოებრივი სივრცეები.
მან ხაზი გაუსვა, რომ მიზანი სიმბოლურ დემონსტრაციებს გასცდა და მომიტინეები უნდა მოემზადონ დიდი ქალაქების ცენტრალური უბნების დასაკავებლად და შესანარჩუნებლად.
“ამ მიზნის მისაღწევად, მაქსიმალურად სხვადასხვა მარშრუტიდან გადაადგილდით ქალაქების უფრო ცენტრალური ნაწილებისკენ და შეიერთეთ მოქალაქეები. ამავდროულად, მოემზადეთ ქუჩებში დარჩენისა და საჭირო მარაგის შესაგროვებლად”, - აღნიშნა მან.
მან ასევე მიმართა უსაფრთხოების ძალებისა და შეიარაღებული დანაყოფების იმ წევრებს, რომელთაც მხარდაჭერა გამოხატეს ეროვნული თანამშრომლობის პლატფორმის მიმართ და ირანის ისლამური რესპუბლიკის “რეპრესიის მანქანის დარღვევისკენ” მოუწოდა, რათა “გადამწყვეტ მომენტში შევძლოთ მისი სრული გამორთვა”.
მისი თქმით, იგი ემზადება ირანში დასაბრუნებლად და პირობა დადო, რომ “ეროვნული რევოლუციის” გამარჯვების მომენტში ირანელი ხალხის გვერდით იდგება. მისივე თქმით, ეს მომენტი სწრაფად ახლოვდება.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
Iran International-ი ორგანიზაცია Human Rights Watch-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ 13-დღიანი საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 51 -მდე გაიზარდა.