11 თებერვალს 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
პროექტის მიზანია, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენებით. ჯანდაცვის სექტორის ყველა კომპონენტს შორის მოხდება ინფორმაციის ოპერატიული გავრცელება და გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს სწრაფ და საიმედო კავშირს; სახელმწიფოს მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის საჭირო პრიორიტეტული პროგრამების განსაზღვრაში დაეხმარება. პროექტი სისტემის გამჭირვალეობასა და ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების ზრდას შეუწყობს ხელს.
ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგია მომზადებულ იქნა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების ფარგლებში.