დიდთოვლობის გამო მოძრაობა შეზღუდულია
რიკოთის უღელტეხილზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები, ტრასაზე იყრება ინერტული ქვიშა და ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის უღელტეხილზე შეზღუდულია მხოლოდ მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა.
სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.