დღეს, 11 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი თბილისის 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს.