2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან.
დღეს, 11 თებერვალს, 14:00 საათზე, Oნლინე-რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართავენ.