დღეს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, "ქორთიარდ მარიოტში" ჯანმრთელობისა და ადამიანთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის რეგიონული ცენტრის წარდგენის ცერემონია გაიმართება.
რეგიონული ცენტრის წარდგენის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე გახსნის. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის, უფლებათა დამცველი და ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები.
2011 წლის იანვრიდან ქართული ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" (გიფ-თბილისი) ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFHHღO) რეგიონული ცენტრია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
IFHHღO-სა და გიფ-თბილისის პირველ ერთობლივ ღონისძიებათა შორისაა რეგიონული პრაქტიკული სემინარი ჯანმრთელობის უფლების საკითხებზე და ტრენინგები ექიმებისა და მედდებისათვის საქართველოში.
ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFHHღO) მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობას ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს შორის მთელს მსოფლიოში.
ამჟამად ფედერაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა 31 წევრ და დამკვირვებელ ორგანიზაციას და აქვს 4 რეგიონული ოფისი: უგანდას, ინდოეთსა და პერუს შეუერთდა საქართველოც, როგორც რეგიონული წარმომადგენლობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.