ხვალ, 11 თებერვალს, "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ორგანიზებით, სასტუმრო "თბილოტელში" რეგიონული ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები.
შეხვედრის მიზანია ევროკავშირში კავკასიის ქვეყნების ინტეგრაციისთვის საერთო პლატფორმისა და სტრატეგიის შემუშავება რეგიონში უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მისაღწევად.