ომანის ნაპირებთან შეიარაღებული მეკობრეების მიერ დაკავებულ ტანკერზე მყოფი საქართველოს მოქალაქის ვინაობა დადგენილია.
საბერძნეთში საქართველოს კონსულის განცხადებით, ის გიორგი ჭკადუაა.
სუპერტანკეტი "Iრენე შL"-სი მეკობრეებმა გუშინ დააკავეს. ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ქუვეითიდან აშშ-ში მიემართებოდა. ტანკერის ბორტზე იმყოფება ორი მილიონი ბარელი (270 ტონა) ნავთობი, რომლის ღირებულებას 200 მილიონი აშშ დოლარია და ტანკერის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის 7 ბერძენი, 17 ფილიპინელი და საქართველოს 1 მოქალაქე. ამ დროისათვის ტანკერთან კავშირი გაწყვეტილია.