ესტონეთში რუსი ბიზნესმენების _ მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის გამოსახულებით მარკები გამოუშვეს. ხოდორკოვსკისა და ლებედევის პატისაცემად საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბალტიისპირეთის მემორიალმა" გამოუშვა საერთაშორისო საფოსტო მარკა სერიით 0005723 Eესტი Pოსტ.
მარკა ესტონეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასაგზავნად გამოიყენება.
"ჩვენი სურვილია, ამ ორი მამაცი ადამიანის პორტრეტმა დედამიწის ყველა მცხოვრებს მუდმივად მოაგონოს, თუ რა ხდება რეალურად რუსეთში და ადამიანის ბედით როგორ თამაშობენ", _ აღნიშნავენ ესტონელი სამართალდამცავები.
შეგახსენებთ, ხოდორკოვსკი და ლებედევი "იუკოსის" საქმესთან დაკავშირებითYარიან დაპატიმრებული.