ხვალ, 11 თებერვალს, 14:00 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ბაზაზე "ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი" გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, "ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი" ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ჯანსაღი ქცევების ჩამოყალიბებას და მეტი ინფორმაციის მიწოდებას, თუ როგორ უნდა მოხდეს არასასურველი მდგომარეობების თავიდან აცილება.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდობის განვითარებისა და განათლების ასოციაციასთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტი კონკურსს ჩაატარებს, რომელიც სიყვარულის თემას მიეძღვნება.
ნამუშევრები მიიღება ხელოვნების ნებისმიერ დარგში. კონკურსი ჩატარდება ვალენტინობის დღეს.