აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი რაკეტებისა და ბირთვულ პროგრამის განვითარებას გააგრძელებს, ის მხარს დაუჭერს ისრაელის ახალ თავდასხმებს ირანზე.
აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთა. იუწყება CNN
„გავიგე, რომ ირანი ცდილობს განახლებას. [ბირთვული პროგრამის] და თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მისი განადგურება მოგვიწევს. ჩვენ მათ გავანადგურებთ. ჩვენ მათ გავანადგურებთ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. გავიგე, რომ ირანს შეთანხმება სურს. ეს უფრო ჭკვიანურია. შეთანხმება ადრე უნდა დაედოთ, სანამ მათზე ძლიერ შეტევას განვახორციელებდით“, - განაცხადა ტრამპმა.