ესპანეთში ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაკარგულები. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
შაბათ-კვირას ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში უხვი ნალექი მოვიდა.
28 დეკემბრის საღამოს, ადიდებულმა მდინარეებმა ავტომობილები და მოტოციკლები წაიღო, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიკარგა.
ბარსელონაში ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 70 კილომეტრის სიჩქარის ქარმა განათების ბოძი წააქცია და მას დაეცა.
ვალენსიაში, სადაც გასული წლის ოქტომბერში მომხდარმა ძლიერმა წყალდიდობამ 220-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და მილიარდობით ევროს ოდენობის ზარალი გამოიწვია, ხელისუფლებამ კვირა საღამოს მოქალაქეების მობილურ ტელეფონებზე წითელი განგაშის სიგნალი გაავრცელა და მოუწოდა მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა
კიდევ რვა პროვინციაში ნარინჯისფერი განგაშის დონე გამოაცხადდა. ხელისუფლებამ მოქალაქეებს სიფრთხილსკენ და გაუარესებული პირობებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.