ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი სხვადასხვა ქვეყნის კინოფონდების და ევროპულ კინოორგანიზაციების (European Film Promotion) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
დაგეგმილია თამარ ტატიშვილის შეხვედრა გერმანიაში საქართველოს ელჩთან გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენთან.
14 თებერვალს, 16:00 საათზე, კინოფესტივალის ფარგლებში ქართულ სტენდთან ასევე უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის და საქართველოს სტენდის სტუმართათვის მიღება გაიმართება.