განათლების ასოციაციის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის შეჩერებას ითხოვს.
როგორც პროფესიული განათლების ასოციაციის თავმჯდომარემ "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, პროფსასწავლებლებში სასწავლო პროცესი მხოლოდ მათი აღჭურვისა და შესაბამისი ბაზის მოწესრიგების შემდეგ უნდა განახლდეს.
"განათლების სამინისტრო და მთავრობა ვერ ახორციელებს პროფესიული განათლების რეფორმას, ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ამ სასწავლებლებში ორ წელი სწავლა შეწყდეს და ახლა არსებული დაფინანსებით მოხდეს ბაზების მოწესრიგება, სასწავლებლებს ჩაუტარდეთ რეაბილიტაცია და სახელოსნოები შეივსოს თანამედროვე ჩარხ-დანადგარებით, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება სწავლის განახლება", - აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, დღემდე პროფესიული სასწავლებლების ბიუჯეტები არ დამტკიცებულა, რადგან "არც განათლების სამინისტრომ და არც მის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა არ იციან, რა სპეციალობების სწავლებაზე უნდა მიეცეთ მათ დავალება და რა ხანგძლივობის იქნება ის".
"გუშინ მე დამიდასტურა საბიუჯეტო დეპარტამენტმა, რომ რაღაც ციფრები თებერვლის ბოლოს შეიძლება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო ანიავებს სახსრებს", - აღნიშნა მან.