ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალს ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები დაესწრებიან, რომლებიც კინოპროექტებისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოპოვებას შეეცდებიან.
დაფინასები მოპოვებას შეეცდებიან ნანა ექვთიმიშვილი (ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული. პროექტის "გასროლა წყალში" ავტორი), ბესო სოლომონაშვილი და ვოვა კაჭარავა პროექტით: "20 ნაბიჯი მიწის ქვეშ" (ამ პროექტის ავტორებმა 2010 წელს ტალინის ბნელი ღამეების ფესტივალის ერთ-ერთ ტრენინგზე მოიპოვეს უფლება წარედგინათ პროექტი ევრპული კინოს ბაზრობაზე შემდგომი განვითარებისთვის), ასევე რეჟისორი ნინო კირთაძე და პროდიუსერი ქეთევან გალდავაძე (კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტით "როცა თეთრი ვარსკვლავები გამოჩნდებიან").
შეგახსნებთ, რომ ბერლინის 61-ე კინოფესტივალი 10-20 თებერვალს იმართება.