26 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ სამიზნეებს დაარტყა.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„საუბარია მე-14 სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ცოცხალი ძალის კონცენტრაციას სოფელ ბერდიანსკში და 228-ე მოტომსროლელი პოლკის ლოჯისტიკურ ცენტრზე სტარობეშევოს რაიონში. რუსების დანაკარგები დაზუსტდება. გარდა ამისა, დადასტურდა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქ ვოლნოვახას ტერიტორიაზე განლაგებული მტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბრიგადის კუთვნილი საწვავისა და საპოხი მასალების საცავის განადგურება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.