განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წვრილი ჟულიკია,_ამის შესახებ პარლამენტში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრისას პროფესიული განათლების ასოციაციის თავმჯდომარემ დენის დავითაშვილმა განაცხადა.
"პრეზიდენტმა განათლების სფეროზე კონტროლი დაკარგა და მას განათლების მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ატყუებენ. რბილად რომ ვთქვათ, შაშკინი წვრილი ჟულიკია", - აღნიშნა დენის დავითაშვილმა.
ამასთან, პროფესიული განათლების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს იმ 600 ათასი ლარის მოკვლევა, რომელიც მეოთხე კვარტლისთვის იყო გამოყოფილი და 18 სასწავლებლის ლიკვიდაციის შემდეგ გაქრა.
"ამაზე ალბათ ოდესმე ვინმეს დაიჭერენ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ განათლების მინისტრი პრეზიდენტს სულ ატყუებს და ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს", - აღნიშნა მან.