ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისთემაზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა შორის საუკეთესო საპროექტო იდეის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
საპროექტო იდეის შესარჩევი კონკურსი BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული და BP-სა და USAID -ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის "ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში ტარდება.
მისი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლგიების (ენერგოეფექტური, განახლებადი და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები) გამოყენებასა და დანერგვას საზოგადოების ფართო ფენებში.
საპროექტო იდეის თემაა: განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება. ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა დათბუნება,ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა.
ნამუშევარი 5 თაბახის ფურცლის ტექსტის სახით უნდა წარადგინონ, რომელიც შეიძლება გრაფიკული მასალით გაფორმდეს. შესაძლებელია, საილუსტრაციოდ გამოყენონ მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები, ფოტოები.
საპროექტო იდეა უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან: პრობლემის აღწერა, თუ რა პრობლემა არსებობს თქვენს ირგვლივ ენერგორესურსების ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს ჭარბი ენერგორესურსების მოხმარება გარემოზე (ეკოლოგია) და თქვენს ბიუჯეტზე. რატომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი განახლებადი ენერგიის წყაროების დაენერგოდამზოგი ღონისძიებების პოპულარიზაცია და დანერგვა. ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ რა კონკრეტული ქმედებით შეიძლება გადაიჭრას არსებული პრობლემა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მოსალოდნელ შედეგებზეც უნდა ისაუბრონ, კერძოდ, შეთავაზებული ქმედებებით რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.
მოსწავლეებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ან რამდენიმე მოსწავლემ ერთად წარადგინონ ნამუშევარი. მას თან უნდა ერთვოდეს ავტორის ვინაობა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ნომერი, კლასის ნომერი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცა.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი გამარჯვებული საპროექტო იდეის ავტორი დაჯილდოვდება შესაბამისი სიგელითა და ფულადი პრიზებით.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 თებერვალს. ნამუშევრები უნდა წარადგინონ თბილისში, დ. გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) ქ.#19, მე-6 სართულზე. ოფისი #611. საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" მისამართზე.