მერია საერთაშორისო ორგანიზაცია "World Vision"-თან ერთად საპილოტე პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციამ "World Vision Georgia" 107-ე ბაგა-ბაღის შენობაში დღის ცენტრისთვის გამოყოფილი ფართის რემონტი განახორციელა.
გარემონტდა ბაღის შენობაში არსებული სამედიცინო კაბინეტიც. პროექტი გათვლილია 25 ბენეფიციარზე, სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მათ მშობლებზე.
სამუშაოები თვენახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ორგანიზაცია ერთი თვის განმავლობაში განახორციელებს ცენტრის სრულ აღჭურვას და უზრუნველყოფს დღის ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას.