ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ევროპული კინოს ბაზრობა (EFM) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მიიღებს.
როგორც კინოცენტრში აცხადებენ, კინობაზრობაზე გაიხსნება საქართველოს სტენდი, რომელიც ბერლინალეს სტუმრებს ტრადიციულად საქართველოსა და ქართულ კინემატოგრაფს წარუდგენს
სტენდზე საზოგადოება გაეცნობა ახალი ქართული ფილმების კატალოგს, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურებს, ნახავს ახალი ქართული ფილმების ტრეილერებს, მიიღებს ინფორმაციას საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ. (location guide, CD.)
14 თებერვალს, 16:00 საათზე, კინოფესტივალის ფარგლებში ქართულ სტენდთან ასევე უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის და საქართველოს სტენდის სტუმართათვის მიღება გაიმართება.