საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი ონლაინ კონფერენცია გაიმართება.
ვიდესაკონფერენციო ჩართვა თბილისსა და ბათუმს შორის განხორციელდება და მასში თბილისიდან მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სსიპ-ების ხელმძღვანელები და სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ, ბათუმიდან კი - აჭარის ა/რ განათლების მინისტრი გია აბულაძე და აჭარის რეგიონის სკოლების დირექტორები.
ღონისძიება დღეს, 10 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 12 საათზე გაიმართება.
მისამართი: უზნაძის ქ.№52;