დღეს, 10 თებერვალს, 11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა "ქართული კალიგრაფიის კონკურსთან" დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებენ და მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერით კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
ბრიფინგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება.
მისამართი: უზნაძის ქ.№52;