ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტენდი გაიხსნება, რომელიც ბერლინალეს სტუმრებს საქართველოსა და ქართული კინემატოგრაფის სიახლეებს წარუდგენს.
საზოგადოება ახალი ქართული ფილმების კატალოგს და საინფორმაციო ბროშურებს გაეცნობა, ნახავს რამდენიმე ახალი ქართული ფილმის ტრეილერს და საქართველოში კინოგადაღებების წარმოების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.
კინოფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტენდთან უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის მიღება გაიმართება.
გამარჯვებული პროექტებისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოსაპოვებლად, კინოცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ბერლინალეზე ქართველი რეჟისორები და პროდიუსერებიც მიემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 10 თებერვალს გაიხსნება.