თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში ჩერნომორსკის პორტში თურქული კომპანიის გემზე თავდასხმის გამო.
განცხადებში აღნიშნულია, რომ 12 დეკემბერს ჩერნომორსკის პორტზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც თურქული კომპანიის კუთვნილი უცხო დროშის ქვეშ მცურავი გემი დაზიანდა, ადასტურებს თურქეთისმიერ ადრე გამოთქმული შეშფოთების სისწორეს რეგიონში მიმდინარე ომის შავ ზღვაზე გავრცელების, ასევე ნავიგაციის უსაფრთხოებისა და თავისუფლების შესახებ“.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად თურქეთის მოქალაქეები არ დაშავებულან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოდესაში თურქეთის გენერალური საკონსულო ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და თურქეთის მოქალაქეებს აუცილებელ მხარდაჭერას უწევს.
„ამ მხრივ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის სწრაფი დასრულების მნიშვნელობას და ვახსენებთ შეთანხმების მიღების აუცილებლობას, რომლის მიზანია შავ ზღვაში ესკალაციის თავიდან აცილება იმ თავდასხმების შეჩერებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის უსაფრთხოებას და მიმართულია მხარეთა ენერგეტიკულ და საპორტო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა თურქეთის სამინისტრომ.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესასა და მიმდებარე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ჩერნომორსკის პორტში სამოქალაქო გემი დაზიანდა.