10 თებერვალს, 11:00 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოცირიძე და თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი გურამ ჩიქოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმს ხელს მოაწერენ.
ხელშეკრულების თანახმად, თავისუფლების უნივერსიტეტი აგრარულ უნივერსიტეტს სწავლების ხარისხის გააუმჯობესებაში დაეხმარება. აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ითანამშრომლებენ თავისუფალ უნივერსიტეტთან და გააძლიერებენ მის კვლევით პოტენციალს. უნივერსიტეტები ბიზნესის მიმართულების სასწავლო პროგრამის განხორციელებაში გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. სტუდენტები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში.