10 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში იუსტიცის სამინისტროს ახალი პროექტის "ჩემი უფროსი მეგობარი" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური და განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე.
ანდრო გიგაური და ირინა ქურდაძე მოსწავლეებს პროექტის არსს გააცნობენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.