ომანის ნაპირებთან შეიარაღებულმა მეკობრეებმა სუპერტანკეტი "Iრენე შL"-სი დააკავეს, რომლის ბორტზეც საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ქუვეითიდან აშშ-ში მიემართებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ბერძნული კომპანია "Eნესელ"-ის წარმომადგენელმა გაავრცელა, რომლის მმართველობაშიც ეს ტანკერი იმყოფება.
მათი ინფორმაციით, ტანკერის ბორტზე იმყოფება ორი მილიონი ბარელი (270 ტონა) ნავთობი, რომლის ღირებულებას 200 მილიონი აშშ დოლარია და ტანკერის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის 7 ბერძენი, 17 ფილიპინელი და საქართველოს 1 მოქალაქე. ამ დროისათვის ტანკერთან კავშირი გაწყვეტილია.
სავარაუდოდ, სუპერტანკერი სომალელმა მეკობრეებმა დააკავეს, რომლებიც ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოქმედებენ.
მასალის გამოყენების პირობები