ენერგეტიკისა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს ბოლო რამდენიმე თვეა პრემიერი არ მიუღიათ.
ამის შესახებ თავისუფლების განვითრების ინსტიტუტს შესაბამისი უწყებებიდან მიაწოდეს ინფორმაცია.
"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრისთვის ან სხვა თანამშრომელთათვის პრემიის დანიშვნის შესახებ ბრძანებები არ გამოცემულა", - ნათქვამია IDFI0-ისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ალეკო ხეთაგურის მოადგილე ნინო ენუქიძე აწერს.
რაც შეეხება ლადო ვარძელაშვილის სამინისტროს, შესაბამის წერილში აღნიშნულია, რომ "2010 წლის 1-ელი ივლისიდან სამინისტროში კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო დანამარტები არ გაცემულა".
ოფიციალური ინფორმაციითვე, მინისტრ ვარძელაშილის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 3 540 ლარს შეადგენს, მისი პირველი მოადგილის კი 2 950-ს.
მასალის გამოყენების პირობები