ტერორისტ-თვითმკვლელის ნარჩენებზე ჩატარებულმა დნმ-ს ექსპერტიზამ, რომელმაც თავი  "დომოდედოვოს" აეროპორტში აიფეთქა დაადასტურა, რომ აფეთქება აეროპორტში ინგუშეთის ნაზრანის რაიონის სოფელ ალი-იურტის 20 წლის  მაცხოვრებელმა მაგომედ ევლოევმა განახორციელა. 
ამას გარდა, ინგუშეთში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი აფეთქების მონაწილენი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 
კერძოდ, მათივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკავებულები არიან მაგომედ ევლოევის და-ძმა 1994 წელს დაბადებული აჰმედ  და 1988 ფატიმა ევლოევები. დაკავებულია ასევე ახმედ აუშევი. მათ წაყენებული აქვთ ბრალი  - მკვლელობის, ტერორიზმის და იარაღის უკანონო  ბრუნვის მუხლებით. დაკავებულებს მოსკოვში გადაიყვანენ. 
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს მოსკოვში, "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.