ხვალ, 10 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში "მათემატიკური ეკონომიკის" საბაკალავრო პროგრამის განხილვა გაიმართება.
სხდომას სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი წარუძღვება.
"მათემატიკური ეკონომიკა" ახალი საბაკალავრო პროგრამაა, რომელიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, მათემატიკის დეპარტამენტში შეიქმნა. საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა როგორც ძირითადი, ისე მეორადი სპეციალობისთვის.
პროგრამის ხელმძღვანელია პროფესორი ავთანდილ გაგნიძე.