გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღების ვადა 2014 წელის 1 იანვრამდე გადავადდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში.
კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღების გადავადებას 2014 წლის 1 იანვრამდე, იმ მოქმედი არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე, რომელთა ფუნქციონირებაც დაწყებულია ამ კანონის ამოქმედებამდე.
აღნიშნული კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ სახის ნებართვის აღებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაღება, რომელიც გამომდინარეობს ტერიტორიის გამოყოფის ხარჯების, საძიებო და კვლევის ჩატარებისთვის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯებისგან.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თვითმართველი ერთეულია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ნაგავსაყრელის მოწყობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
ამასთან, ამ ეტაპზე ნაგავსაყრელები უკვე მოწყობილია ოზურგეთის რაიონში, ხობში, გარდაბნის რაიონში, რუსთავში, დედოფლისწაროში, ასევე უახლოეს პერიოდში დაგეგმილია არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბორჯომში.