ფსიქიატრიის სფეროში დასაქმებულ მედიკოსებს გადაამზადებენ.
შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიას" შორის დღეს გაფორმდა.
ქართველ ექიმებს ევროპელი სპეციალისტები გადაამზადებენ. ამავე შეთანხმებით, ამოქმედდება გაცვლითი პროგრამებიც.
"ეს არის მიმდინარე რეფორმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური რესურსების განვითარებას, ექიმების, ექთნების და სხვა დამხმარე სპეციალისტების გადამზადებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული გამოცდილება დაგვეხმარება ამ ამოცანების მიღწევაში", - საქართველოს განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ურუშაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაციასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები